среда, 26 ноября 2008 г.

რას წარმოადგენს ჩვენი პროექტი ?


ჩვენ მე–10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, შევეცადეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია თექის შესახებ. გამოგვეკვლია მისი წარმოშობის ისტორია, შექმნის ტექნოლოგიები, მატყლის დამუშავების პროცესი, ნატურალური ფერების მიღებისა და მათი შერევის პროპორციები, ადგილები თუ სად და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ თექის ნაწარმი, ან უბრალოდ დაათვალიეროთ ქართველი ადამიანების მიერ შექმნილი მშვენიერება.

ჩვენი აღმოჩენა იყო ის, რომ ამ პროდუქტის შექმნაზე ხშირად მუშაობენ მონასტერში და თქვენ წარმოიდგინეთ ციხეშიც.

კვლევებმა გვაჩვენა, რომ მატყლთან მუშაობა ამშვიდებს ადამიანს. ურბნისის დედათა მონასტერში დედა ნინოსთან საუბრის დროს მან აღნიშნა:" მატყლთან შეხება დადებითი ენერგიით მმუხტავს, მისი მოთელვის დროს კი არ ვიღლები, თითქოს ძალა მემატება და საბოოლოო შედეგამდე ისე მივდივარ ვერც კი ვგრძნობ". ხოლო სვტიცხოვლის ტაძრის მორჩილმა ნინო ... თექასთან მუშაობა შეადარა თოთო ბავშვის მოვლას, რომელის უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს.

ასე რომ, ჩვენ გაჩვენებთ როგორ იქმნება თექის ნაწარმი. . . თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, დაამზადოთ და ისიამოვნოთ საკუთარი შემოქმედებით.

გისურვებთ წარმატებებს!


თექის ისტორია

საქართველოში მეცხვარეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. პირველი საუკუნიდან ხდება ცნობილი სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო თუშეთში და ასევე მატყლისგან დამზადებული ნივთები: ნოხი, ნაბადი, ქუდი, ქეჩა, ფაჩუჩები.
თექა მოთელილი მატყლის საფენი ქეჩაა, საქართველოში მას ისტორიულად ამზადებდნენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებდნენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშია "ნაბადი", რომელიც მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩეოდა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით.
პირველ საუკუნეებში ძირითადად თექის დამზადების დროს იყენებდნენ შეუღებავ მატყლს მისი ბუნებრივი ფერებით: თეთრი, ყავისფერი, შავი. V-VI საუკუნეებსი ჩნდება შეღებილი მატყლის ნაწარმი, ძირითადად: წითელი-ენდროსაგან, შინდისფერი-კუნელისგან, მწვანე-კაკლის წენგოსაგან.
ასევე თექას ამზადებდნენ ქისტი ქალები, რომლებიც დღემდე სიამოვნებით უჩვენებენ დაინტერესებულ პირებს მისი დამუშავების პროცესს. მათ მიერ შექმნილი ორნამენტები გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, მაგრამ თბილი ფერებით.


როგორ ვქმნით თექას. . .

1. მატყლს წინასწარ რეცხავენ აშრობენ და ჩეჩავენ. თუშეთში ხევსა და ჯავახეთში მატყლს საჩეჩელზე ამზადებდნენ.
2. წინასწარ იგეგმება ორნამენტი, ხდება ფერების შერჩევა და დაჩეჩილი მატყლი იღებება ბუნენრივი ან ქიმიური საღებავებით. ამის შემდეგ ვავლებთ სუფთა წყალში და ვაშრობთ.
3. მაგიდაზე ვშლით ცელოფანს და შერჩეული ორნამენტის მიხედვით ვაფენთ მასზე.
4. დაფენილი ინამება თბილი წყლით. ზემოდან ვაფენთ აბრეშუმის წულს და ვუსმევთ სარეცხის საპონს.
5. ვაშორებთ წულს ვახვევთ ბუშტუკებიან ცელოფანთან ერთად.
6. ზემოდან შემოვაკრავთ ბამბის თოკს თანაბრად მთელ სივრცეზე და ვთელავთ 5 წთ. თუ თექის ზომა მეტია 30/30სმ-ზე მაშინ მოთელვის დრო პროპორციულად იზრდება.
7. გავშლით გავასწორებთ მეორე მხრიდან შევახვევთ უფრო მჭიდროდ და დროს 5 წთ-ით გავზრდით.
8. ეს პროცესი მეორდება ოთხჯერ და ყოველ შეკვრაზე თექა უფრო მჭიდროდ იხვევა და მოთელვის დრო იზრდება 5-5 წთ-ით.
9. ბოლოს გავხსნით, გავრეცხავთ და გავაშრობთ.
10. იმ შემთხვევაში თუ გვინდა მივცეთ რაიმე ფორმა მას ყალიბზე ჩამოვაცმევთ.